logo_geo
სკარლეტ იოჰანსონმა ტრანსგენდერის როლის შესრულებაზე უარი თქვა
- +

14 ივლისი. 2018. 14:33

 

 

სკარლეტ იოჰანსონმა რუპერტ სანდერსის ფილმში ტრანსგენდერის როლის შესრულებაზე უარი თქვა.

 

მსახიობს ფილმში კრიმინალური ავტორიტეტის, დანტე ჯილის როლი უნდა შეესრულებინა, რომელიც ქალად დაიბადა, მაგრამ კაცის სახელით ცხოვრობდა.

 

„პატივს ვცემ ტრანს-საზოგადოებას და ძალიან მიყვარს ისინი, თუმცა მესმის იმ ადამიანების პოზიციაც, რომლებიც თვლიან, რომ ეს როლი ტრანსგენდერმა მსახიობმა უნდა ითამაშოს“, - აცხადებს იოჰანსონი.

 

მანამდე მსახიობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ტრანსგენდერის როლის შესრულებაში სკარლეტი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა, თუმცა იოჰანსონის გადაწყვეტილებას, ჯილის როლი ეთამაშა, ლგბტ საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რომელიც თვლის, რომ ტრანსგენდერი პერსონაჟის როლი ტრანსგენდერმა უნდა ითამაშოს.

 

big_banner
არქივი