logo_geo
სკარლეტ იოჰანსონმა ტრანსგენდერის როლის შესრულებაზე უარი განაცხადა
- +

15 ივლისი. 2018. 22:29

 

 

სკარლეტ იოჰანსონმა რუპერტ სანდერსის ფილმში ტრანსგენდერის როლის შესრულებაზე უარი თქვა. ამის შესახებ BBC წერს. მსახიობის თქმით, ეს როლი ტრანსგენდერმა მსახიობმა უნდა ითამაშოს.

 

„პატივს ვცემ ტრანს-საზოგადოებას და ძალიან მიყვარს ისინი, თუმცა მესმის იმ ადამიანების პოზიციაც, რომლებიც თვლიან, რომ ეს როლი ტრანსგენდერმა მსახიობმა უნდა ითამაშოს,“ -აცხადებს იოჰანსონი.

 

გავრცელებული ინფორმაციით,  ტრანსგენდერის როლის შესრულებაში სკარლეტი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა. თუმცა, მის გადაწყვეტილებას ლგბტ საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რომელიც თვლის, რომ ტრანსგენდერი პერსონაჟის როლი, ტრანსგენდერმა უნდა ითამაშოს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი