რუსკა მაყაშვილი და მისი მეუღლე სანდრო ნიჟარაძე ევროპაში მოგზაურობენ. წყვილი Instagram-ზე საინტერესო ხედებით გადაღებულ ფოტოებს ტვირთავს, სადაც ჩანს, რომ ისინი ერთმანეთზე ყურებამდე შეყვარებულები არიან.
„ჩვენ გვიყვარს ბარსელონა“ - აღნიშნა რუსკამ მოგზაურობის დროს გადაღებული ერთ-ერთი ფოტოს აღწერაში.
ეს სახალისო, ყოველდღიურობის ამსახველი ფოტო, სადაც რუსკა და სანდრო შოკოლადის ვაფლებს მიირთმევენ, ამსტერდამშია გადაღებული.
ემიგრანტი გულშემატკივრები რუსკას კომენტარებში უწერენ, რომ წყვილს სიამოვნებით ნახავდნენ. „ჰოლანდიაში ვცხოვრობ დიდი ხანია. რომ მცოდნოდა, ამსტერდამში იყავით, იქნებ შემთხვევით მაინც მენახეთ“..