logo_geo
ვერიკო ტურაშვილი: სანამ არ გავთხოვდი, ბიჭისკენ არც გამიხედავს...
- +

26 ივლისი. 2018. 21:53

 

 

თი­ნე­ი­ჯერ შვი­ლებს მშობ­ლე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ. მოზარდობის ასაკ­ში შვი­ლებს სულ სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი უჩ­ნდე­ბათ, ჰყავთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, სწავ­ლას ხში­რად გულს ვე­ღარ უდე­ბენ, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის სა­ა­თე­ბიც სა­ღა­მოს ცხრი­დან 12 სა­ა­თამ­დე იწევს... ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრო­ცე­სი მშობ­ლის­თვის ხში­რად რთუ­ლად მი­სა­ღე­ბია. AMBEBI.GE ცნო­ბილ დე­დებს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლე­ბიც თი­ნე­ი­ჯერ შვი­ლებს ზრდი­ან.

 

მომ­ღე­რა­ლი ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი 20 წლის ასაკ­ში და­ო­ჯახ­და და ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, თუმცა სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე დაქვრივ­და. ლიზი ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლის გაზ­რდა­ში ვე­რი­კოს დედამ­თი­ლი ეხ­მა­რე­ბა.

 

- ლიზა თი­ნე­ი­ჯე­რია, რთუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, მაგ­რამ სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვე­ბი და მსგავ­სი კონფლიქ­ტი ჯერ არ გვქო­ნია. რა­ღაც პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან რთუ­ლად იყო ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ახლა დამ­შვიდ­და. თვი­თონ­ვე აღი­ა­რა, ცუ­დად რომ იქ­ცე­ო­და. ყვე­ლა­ფერ­ზე ვკა­მა­თობთ. რამეს როცა ვე­ტყვი, ჯერ მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ზუს­ტად ისე აკე­თებს, როგორც მე ვე­უბ­ნე­ბი. ფე­ხე­ბის ბა­კუ­ნი ჩვე­ვია.

 

- ბი­ჭებს ეპ­რან­ჭე­ბა უკვე?

 

 

- ბი­ჭე­ბის ამ­ბავ­ში მე მგავს, სა­ნამ არ გავ­თხოვ­დი, ბი­ჭის­კენ არც გა­მი­ხე­დავს. არ იპ­რან­ჭე­ბა სა­ერ­თოდ. ძა­ლი­ან მგავს სა­ერ­თო ჯამ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მისი პი­რა­დი facebook-ის ან ტელეფონის გა­კონ­ტრო­ლე­ბას, არ ვარ ის მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც შვი­ლის მე­სი­ჯებს აზის. მე ყო­ველ­თვის ვიცი სად არის, ვის­თან მე­გობ­რობს და ა.შ. ისიც იც­ნობს ჩემს მე­გობ­რებს, ხშირად დავ­დი­ვართ ერ­თად და როცა ჩემი მე­გობ­რე­ბი ჩემ­თან მო­დი­ან, ძი­ლის ბოლო წვეთამ­დე ჩემ­თან ერ­თად ზის და გვის­მენს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი