logo_geo
ნანიკო ხაზარაძე: ცხოვრებამ გამხადა მეამბოხე!
- +

26 ივლისი. 2018. 21:55

 

 

თი­ნე­ი­ჯერ შვი­ლებს მშობ­ლე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ. მოზარდობის ასაკ­ში შვი­ლებს სულ სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი უჩ­ნდე­ბათ, ჰყავთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, სწავ­ლას ხში­რად გულს ვე­ღარ უდე­ბენ, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის სა­ა­თე­ბიც სა­ღა­მოს ცხრი­დან 12 სა­ა­თამ­დე იწევს... ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრო­ცე­სი მშობ­ლის­თვის ხში­რად რთუ­ლად მი­სა­ღე­ბია. AMBEBI.GE ცნო­ბილ დე­დებს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლე­ბიც თი­ნე­ი­ჯერ შვი­ლებს ზრდი­ან.

 

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე 15 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის დე­დაა. რო­გორც ნა­ნი­კო ამ­ბობს, ლილუ პრობ­ლე­მუ­რი თი­ნე­ი­ჯე­რი არ არის. „ლილუ ახლა არის 15 წლის. ჯერ­ჯე­რო­ბით მშვი­დად მი­დის მისი გარ­და­ტე­ხის ასა­კი, თუმ­ცა, არა­ვინ იცის რა იქ­ნე­ბა ხვალ ან ერთ წე­ლი­წად­ში“.

 

 

- ჰგავს თი­ნე­­ჯერ ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძეს, თუ თქვენ მე­ამ­ბო­ხე თი­ნე­­ჯე­რი იყა­ვით?

 

 

- მე ცხოვ­რე­ბამ გამ­ხა­და მე­ამ­ბო­ხე. მშვი­დი თი­ნე­ი­ჯე­რი ვი­ყა­ვი, მე­ამ­ბო­ხე გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ გავ­ხდი.

 

- ამ ასაკ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კა და ფილ­მე­ბი მოს­წონთ ბავ­შვებს, რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს ლი­ლუს ისე­თი, რაც თქვენ­თვის უჩ­ვე­­ლოა?

 

- ის ვიცი, რომ ჩვენ­ზე ბევ­რად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მა­გა­რი თა­ო­ბა მო­დის. ახლა სხვა დროა, უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბა და არც მიკ­ვირს ამ თა­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, ძა­ლი­ან მა­გა­რი ბავ­შვე­ბი არი­ან, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად შე­უძ­ლი­ათ და­გიმ­ტკი­ცონ ყვე­ლა­ფე­რი და მშვი­დად გა­ნაგ­რძონ ცხოვ­რე­ბა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბიც არი­ან და მე ეს მა­ხა­რებს. მე­გობ­რუ­ლად ვზრდი, მაგ­რამ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სა­ი­დუმ­ლო და ლი­ლუ­საც ექ­ნე­ბა, რა თქმა უნდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი