logo_geo
საოცარი ფოტოები, რომლებიც ისტორიას დარჩება - ია ფარულავა ყველასთვის ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად
- +

26 ივლისი. 2018. 23:17

 

 

იცოდით, რომ ია ფარულავა 1997 წელს „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზეც კი იმყოფებოდა?..  მსახიობს „dolce & gabbana”-ს კაბა ეცვა და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.

 

 

 

1993 წლიდან იას მასწავლებელი ყველასთვის ცნობილი რეჟისორი გიორგი ჟდანოვი გახლდათ. მის სტუდიაში კი ქართველი მსახიობი, არც მეტი, არც ნაკლები, რობერტ დე ნიროს წყალობით აღმოჩნდა.

 

 

ია 1993 წლიდან 1998 წლამდე ლოს-ანჯელესში

 

 

 

ცხოვრობდა და სხვადასხვა ფილმში, კლიპსა თუ სარეკლამო რგოლში იღებდნენ.

 

 

 

მისი და დე ნიროს მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გაგრძელდა. მსახიობმა არაერთხელ გაიხსენა ისიც, რომ პოპულარული ვარსკვლავი მას შვილივით აღიქვამდა.

 

 

შეგახსენებთ, რომ დე ნირო თბილისში 1986 წელს ჩამოვიდა, თავის გოგონასთან (რომელსაც თან ბოიფრენდიც ახლდა) და ვაჟთან ერთად.

 

 

 

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, დე ნირომ ია ფარულავა მოიკითხა და დაინტერესდა, თუ როგორაა მისი ძველი მეგობარი. აი, ასე გამოიყურებოდა ია ფარულავა მაშინ, როდესაც ჰოლივუდში მოღვაწეობდა.

 

 

იამ ჯონი დეპი სწორედ იმ დროს გაიცნო, როდესაც პოპულარულმა მსახიობმა მამაკაცმა რომანი ქეით მოსთან გააჩაღა. ცნობილია, რომ ია ფარულავა და ჯონი დეპი ერთად სხვადასხვა წვეულებაზეც ხვდებოდნენ. ეს ფოტო 1994 წელსაა გადაღებული და ისტორიას ნამდვილად საოცარ მოგონებად დარჩება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი