logo_geo
მაკა ზამბახიძე და მისი ქმარი გრძნობებს აღარ მალავენ
- +

27 ივლისი. 2018. 00:41

 

 

მომღერალი მაკა ზამბახიძე რამდენიმე თვის წინ, მესამედ გათხოვდა, მისი მეუღლე უსიმპატიურესი ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია.

 

მაკას და მიხეილის ურთიერთობა დიდხანს იყო საიდუმლო, თუმცა, საბოლოოდ, მაინც გამჟღავნდა.

 

მაკა ახალ ქმარზე არსად საუბრობს, უფრო მეტიც, გადაწყვიტა პირად ცხოვრებაზე არასოდეს ილაპარაკოს.

 

მაკა და მისი ქმარი ერთად თითქმის არსად დადიან, სოციალურ ქსელში აქამდე მათი ერთად გადაღებული ერთადერთი ფოტო მოიპოვება.

 

თუ მათი Instagram-ით ვიმსჯელებთ, მიხეილს მაკას ქალიშვილთან სალომესთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. უნიჭიერეს მომღერალს „იქს ფაქტორში“ ძიუდოისტი აქტიურად გულშემატკივრობდა.

 

როგორც ჩანს, მაკამ და მიხეილმა გრძნობების დამალვაზე უკვე უარის თქმა გადაწყვიტეს, მომღერალმა instagram-ზე საცურაო აუზზე ფოტო გამოაქვეყნა, რაზეც ქმარმა შემდეგი კომენტარი დაუწერა: „რა გენაღვლება". მაკამ ქმარს უპასუხა, რომ მუშაობს.

 

 

 

big_banner
არქივი