logo_geo
ჯულიანა ბარგნარი: არსებობს მამაკაცი, რომელიც თავს პრინცესად მაგრძნობინებს!
- +

8 იანვარი. 2017. 12:04


 

 

„ფსიქოლოგიურად როცა ვიქნები მზად, მაშინ დავოჯახდები. ამ მოვლენის მოახლოებას, ალბათ, ყველა ქალი და კაცი გრძნობს", - ამბობს ჟურნალ „სარკესთან" მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი და ინტერვიუში პირადზე საუბრობს. ის ბედნიერია მამაკაცთან, რომელიც მის გვერდით არის, თუმცა დაოჯახებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს.

 

„პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, წინა წელი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. შეყვარებული ვარ-მეთქი, ვერ გეტყვით, თუმცა ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არსებობს, კარგ ხასიათზე მაყენებს. შეიძლება ითქვას, რომ მისი წყალობით ბედნიერი ვარ! ძალიან ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველია. თავს პრინცესად მაგრძნობინებს. პირად ცხოვრებაში როდესაც ყველაფერი კარგადაა, ეს ნებისმიერი ქალის თვალებში ჩანს.


დაოჯახებაზე არ ვფიქრობ, რა სისულელეა! ფსიქოლოგიურად როცა ვიქნები მზად, მაშინ დავოჯახდები. ამ მოვლენის მოახლოებას, ალბათ, ყველა ქალი და კაცი გრძნობს. ამ ეტაპზე ვერ ვგრძნობ, რომ ოჯახის შესაქმნელად მზად ვარ. შეიძლება გრძნობებშიც არ ვარ დარწმუნებული. ამ ნაბიჯის გადადგმას მეტი თავდაჯერებულობა სჭირდება. უნდა გჯეროდეს, რომ ოჯახი ნამდვილად გინდა.

 

ალბათ, კარიერისტიც ვარ, რადგან მთელ დღეებს სტუდიაში ვატარებ. ცეკვა ძალიან მიყვარს და შეიძლება ამის ბრალიც არის, რომ ჩემს გულში ყველაზე დიდი ადგილი საყვარელ საქმეს უჭირავს და არა - დაოჯახებაზე ფიქრს.

 

წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, იმედია, პირადი ცხოვრების გამო კარიერაში ნაბიჯების უკან გადადგმა არასდროს მომიწევს. კაცს თუ ნამდვილად უყვარხარ, არჩევანის წინაშე არ დაგაყენებს", - აღნიშნა ინტერვიუში ჯულიანა ბარგნარმა. 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი