logo_geo
ჯანო იზორია: სახლის კარიც კი მახსოვს, გარეთ აბრაზე „დოჩანაშვილი“ ეწერა...
- +

8 იანვარი. 2017. 14:00


 

მსახიობი ჯანო იზორია ჟურნალ „გზის" რუბრიკა „ერუდიტის" ყველაზე ემოციური რესპონდენტი აღმოჩნდა. მან დასმული კითხვების 75%-ს გასცა სწორად პასუხი.


მისი საყვარელი ავტორები ნოდარ დუმბაძე და გურამ დოჩანაშვილი არიან, საყვარელი პერსონაჟი კი ბეჟანა, ნაწარმოებიდან „მე ვხედავ მზეს". მან საუბრისას გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრაც გაიხსენა.


„არასდროს დამავიწყდება ის წუთები, დილის 9 საათი იყო, კარი გაგვიღო და - მოხვედით? შემოდით, გენაცვალეთ, შეგვიპატიჟა თავის საოცარ სამყაროში. მის სახლში ბევრი დეტალი დამამახსოვრდა. ოთახში წიგნები იყო მიმოფანტული, ზოგიერთი დახურული იყო, ზოგიერთი - გადაშლილი. თითქოს ფრინველებივით ეყარნენ იატაკზე, მაგიდაზე... მახსოვს, ბატონი გურამის ჩაცმულობა, სავარძელში მოწყვეტით ჩაშვება. ძველი ამბავი გაიხსენა, მე და ჩემი მეგობარი გაგრაში ვისვენებდით, ახალგაზრდები ვიყავით და გოგონებს ვეპრანჭებოდით, ერთმა მკითხა, - რა გვარი ხარ? - დოჩანაშვილი-მეთქი. ცხვირი აიბზუა, ჩემი გვარი, როგორც ჩანდა, არ მოეწონა, მან რა იცოდა, რომ დედით ემხვარი ვიყავიო.

 

მერე გვითხრა, მოცარტის მოსმენისას ვაჟა-ფშაველას კითხვა კარგიაო. ეს შეხვედრა არასდროს დამავიწყდება. სახლის კარიც კი მახსოვს, გარეთ აბრაზე „დოჩანაშვილი" ეწერა, აბრას კი შურუფები ოდნავ მოშვებული ჰქონდა", - იხსენებს მსახიობი ჯანო იზორია.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი