logo_geo
თამარ მაყაშვილი: თუ არტისტი უწიგნურია, ეს სცენაზე ყოველთვის ჩანს!
- +

8 იანვარი. 2017. 15:08


 

 

ჟურნალ „გზის" რუბრიკა ერუდიტმა მკითხველს 2016 წლის ინტერვიუებიდან ყველაზე საინტერესო და სახალისო ეპიზოდები შესთავაზა. როგორც აღმოჩნდა, რუბრიკის ყველაზე მხიარული და ლაღი რესპონდენტი მსახიობი თამარ მაყაშვილი აღმოჩნდა. მან დასმული კითხვების 71%-ს სწორად გასცა პასუხი.

 

თამარ მაყაშვილის თქმით, თუ არტისტი უწიგნურია, ეს სცენაზე ყოველთვის ჩანს. თავად კი, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას მსოფლიო ლიტერატურის შედევრად მიიჩნევს. რიჩარდ ბახი კი ის ავტორია, რომელიც მასში „თოლიას" აღვიძებს და ფრენის სურვილს უჩენს.


მსახიობი ნაცრისფერ, სტრესულ ყოველდღიურობაში იქმნის სამყაროს, რომლითაც ცხოვრებას იფერადებს, ამაში კი მას უზნაძის განწყობის თეორია ეხმარება. საკუთარ თავს პეპის ადარებს და 100%-ით არის დარწმუნებული, რომ ასტრიდ ლინდგრენს პეპის სიბერეზეც რომ დაეწერა, ის ზუსტად მისნაირი იქნებოდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი