logo_geo
ნანკა კალატოზიშვილი: კედოსთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს...
- +

8 იანვარი. 2017. 17:07


 

„მკაცრი დედა არ ვარ, უბრალოდ, სულ ვეუბნები, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. ყველაფერს ეჯახება - ხან თავს მიარტყამს რამეს, ხან ასრიალდება", - აღნიშნავს ჟურნალ „თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და შვილის შესახებ საუბრობს. ამბობს, რომ პატარა დანი დედას ძალიან ჰგავს, ეს კი მასთან მიდგომაში კიდევ უფრო ეხმარება. მსახიობი ყოფილ მეუღლეზეც საუბრობს და მისი თქმით, მასთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს.


„შვილი მგავს - ჯიუტია. რამე თუ არ უნდა, ვერ გააკეთებინებ არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე. ხომ ვიცი, ჩემი ხასიათი. ჩემთანაც, უბრალოდ, არ ქნა - ასე არ გამოდის ეს ამბავი. როცა ტირის, საერთოდ არ მესმის ტექსტი, რას ამბობს, ტყუილუბრალოდ კარგავს დროს. ნუ ტირი, გაჩერდი... რამხელას კივი, - არ ჭრის. ვეუბნები, იტირე, არ მესმის რას ამბობ-მეთქი და 2 წამში წყნარდება. მე რომ მგავს, მაგით ვაგვარებ.

 

მკაცრი დედა არ ვარ, უბრალოდ, სულ ვეუბნები, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. იმაშიც მგავს, რომ ყველაფერს ეჯახება - ხან თავს მიარტყამს რამეს, ხან ასრიალდება. ერთხელ მეგობრებთან მივედი, დანიც თან მყავდა. შევედი თუ არა სახლში, წაიქცა, რაღაცას მიარტყა თავი. დავიწყე წუწუნი, რა სჭირს ამ ბავშვს, რა არის ეს-მეთქი და დიდი პაუზის მერე გამომხედეს და მითხრეს: ვისზე ლაპარაკობ, არ გრცხვენია?! სარკეში ჩაიხედე, წელს მარტო ორჯერ გაიტეხე თავი ისე, რომ გასაკერი გაგიხდაო. ჰო, გავიტეხე ჯერ შუბლი და მერე თავი, სპექტაკლზე კულისებში და მერე სისხლიანი თავით ვითამაშე.

 

კედოსთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს. რატომ უნდა მქონდეს ცუდი?! ფანტასტიკურად ვართ, ვერც მექნება დაძაბული და რთული ურთიერთობა. ყოველი შემთხვევისთვის, მე ყველაფერს ვიზამ, რომ მსგავსი რამ ჩვენ შორის არ იყოს", - აღნიშნა ინტერვიუში ნანკა კალატოზიშვილმა.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი