logo_geo
ალა პუგაჩოვა საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა
- +

1 აგვისტო. 2018. 20:22

 

 

რუსული მედიის ცნობით, პრიმადონა ალა პუგაჩოვა ევროპაში ოჯახთან ერთად, ბინადრობის ნებართვის გასაკეთებლად გაემგზავრა.

 

როგორც ჟურნალისტები წერენ, ბოლო დროს პუგაჩოვა ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩიოდა, მას სუნთქვა და სიარული უჭირდა. მისი თაყვანისმცემლები მიეჩვივნენ, რომ ზაფხულს ის უცხოეთში ატარებს, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საკითხი გაურკვეველი ვადით საზღვარგარეთ გადაბარგებას ეხება. ამის შესახებ dni.ru მომღერლის გარემოცვაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

პრიმადონა უკვე იმყოფებოდა მზიან სარდინიაში, შემდეგ კი კვიპროსზე გაემგზავრა. ახლა ალა ბორისოვნა ევროპაში თავის ოჯახთან ერთად არის. წყაროს ინფორმაციით, ის უძრავი ქონების ყიდვას და ბინადრობის ნებართვის მოპოვებას აპირებს.

 

„რამდენადაც ვიცი, მაქსიმიც და ალა ბორისოვნაც ევროპაში წავიდნენ, რათა საბოლოოდ მოაგვარონ ბინადრობის უფლების საკითხები. იქ ოჯახის ყველა იმ წევრის დასწრებაა აუცილებელი, რომლებიც ევროპულ საბუთებს იღებენ, ამიტომაც მან შვილებიც წაიყვანა“, – აცხადებს კონფიდენციალური წყარო.

 

წყაროს განცხადებითვე, პუგაჩოვა დანაზოგის ნაწილს ევროპულ ბანკებში და ოფშორებში ინახავს, ამიტომ მას გარკვეული დრო დასჭირდება, რათა მისი მემკვიდრეობის საკითხები მოაგვაროს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი