logo_geo
ნანკა კალატოზიშვილი: 2016 წელი ჩემთვის ძალიან პოზიტიური იყო...
- +

8 იანვარი. 2017. 17:54


 

„რამდენიმე კარგი ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ვგიჟდები ახალი ადამიანების გაცნობაზე და მგონია, რომ მეგობრების შეძენა სულ შეგიძლია", - საუბრობს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და გასულ 2016 წელს პოზიტიურად აფასებს. ამბობს, რომ ცრურწმენების არ სჯერა და ახალი წლის მოლოდინში ეიფორიული შეგრძნება აქვს.


„თვალი რომ გადავავლე ჩემს 2016 წელს, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან პოზიტიური იყო. საინტერესო შემოქმედებითი კუთხით - მქონდა სპექტაკლები. ძალიან დატვირთული არ ვყოფილვარ. ხანდახან ასე მირჩევნია. რამდენიმე კარგი ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ვგიჟდები ახალი ადამიანების გაცნობაზე და მგონია, რომ მეგობრების შეძენა სულ შეგიძლია. მაგარი ასაკი აქვს დანის, უკვე აქტიურად ლაპარაკობს, გემეგობრება. რაღაც პერიოდი, „მზარეულების" გადაღება რომ მქონდა, მაშინ ვიყავი დატვირთული და ეს ბავშვთან ცოტა რთულად შესათავსებელი იყო.

 

ცრურწმენების არ მჯერა. უბრალოდ, რაღაცნაირი, ეიფორიული შეგრძნება მაქვს. მსგავსი ოპტიმიზმით, იმედით სავსე 12 საათი, მხოლოდ მაშინაა. ის ტყუილიც კი გახარებს, რომ ეს წელი იქნება სხვანაირი, კარგი და ასე შემდეგ. ვეთანხმები იმას, რომ, თუ გჯერა, აუცილებლად კარგი წელი იქნება. აი, ეს ადრენალინი ყველაფერს მირჩევნია - რაც ხდება შიგნიდან. დაწვი, ჩაიფიქრე, შეჭამე, გაძვერი-გამოძვერი და მსგავსი რაღაცები, არ ვიცი", - ისაუბრა ინტერვიუში ნანკა კალატოზიშვილმა. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი