logo_geo
დემნა გვასალიას საყურე ბოთლის თავსახურის დიზაინით...
- +

3 აგვისტო. 2018. 21:59

 

გამოცემა „ვოგის“ მეშვეობით მსურველს „ბალენსიაგას“ მოდის სახლის შემოდგომა-ზამთრის უახლესი კოლექციის დათვალიერება შეუძლია. ფერადი და ორიგინალური კოლექცია ლეგენდარული მოდის სახლისთვის ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ შექმნა. 2018-2019 წლის თბილი სეზონის კოლექცია დატვირთულია ფერებით, რთული ორნამენტებით, ულამაზესი ქსოვილებითა და ფერთა საოცარი შეხამებით. ცხადია დემნას კოლექციაში ყოველთვის მოიძებნება დეტალი, რომელიც მსოფლიო მოდის კრიტიკოსთა გაოცებას იწვევს. ამჯერად ეს დემნას საყურე გახდა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ბოთლის სახურავის დიზაინით არის შექმნილი. მისი ფასი 350 დოლარია.

 

მოდელს, რომელიც დემნას ახალ კოლექციას წარმოადგენს, ბოთლის თავსახურის ფორმის საყურე წითელ სათვალესთან აქვს შეხამებული.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი