logo_geo
ნუკი კოშკელიშვილი: საქართველოში, იცით, როგორი ცოლი ვიქნებოდი?
- +

8 იანვარი. 2017. 18:45


 

„დაუჯერებელია, მაგრამ ჩემი გაკეთებული ჩურჩხელა, გოზინაყი ბენს კი არა, მის თანამშრომლებსაც მოსწონთ", - ამბობს ჟურნალ „სარკეში" ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი. მას ამერიკაში ქართული ტრადიციული კერძების დამზადების მოთხოვნილება გაუჩნდა და ამას წარმატებითაც ართმევს თავს. 

 

„ბენისთვის უცხოა ახალი წლის შეხვედრა, ამიტომ ყველა ის ტრადიცია, რაც მქონდა, ჩამოვიტანე და ახლა ის არის ბენის ტრადიციაც. ამას წინათ გამომიცხადა, ყურძენს ვიყიდი და ღვინოს დავწურავო.

 

წელსაც გავაკეთე ჩურჩხელა, გოზინაყი. სხვათა შორის, დაუჯერებელია, მაგრამ ჩემი გაკეთებული ჩურჩხელა, გოზინაყი ბენს კი არა, მის თანამშრომლებსაც მოსწონთ, ამიტომ მათთვისაც მიაქვს ხოლმე.

 

საქართველოში რომ გავთხოვილიყავი, იცით, როგორი ცოლი ვიქნებოდი? ხელს რომ არაფერს ადებენ, ძალიან თანამედროვე რომ არიან თუ რაღაც. აქ რომ არავინ მთხოვს ამას, შინაგანად მინდა, ხაჭაპურები ვაცხო, ხინკლები ვტყიპნო, ამაზე ძალიან მეცინება", - აღნიშნა ნუკი კოშკელიშვილმა. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი