logo_geo
„მთელი მსოფლიო შენს ფეხებთან“ - საჩუქრები, რომლებიც პრინცმა უილიამმა ქეით მიდლტონს მიართვა
- +

6 აგვისტო. 2018. 02:49

 

მარგალიტისა და ძოწისთვლიანი ბეჭედი



2005 წელს უილიამმა პირველი სამკაული მიართვა კეიტს. მომავალში მან მიიღი ვარდისფერი ოქროს ბეჭედი მარგალიტითა და ძოწის თვლით. მარგალიტი უილიამის ოჯახის სიმბოლური ქვაა, ძოწი - მიდლტონების. ამით მიუთითა, რომ მასთან ბედის დაკავშირებას აპირებდა. ეს ბეჭედი ქეითს პირველად სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ეკეთა.

 

 


ნიშნობის ბეჭედი


უილიამი მიხვდა, რომ ქეითი ღირსეულია, გახდეს მისი ცოლი. ნიშნობაზე ქეითმა მიიღო პრინცესა დიანას ბეჭედი - 18-კარატიანი საფირონითა და 14 ბრილიანტის თვლით. 

 

 


ვალიური ოქროს ბეჭედი

ინგლისის სამეფო ოჯახში მხოლოდ ქალბატონებს უკეთიათ ვალიური ოქროს ბეჭედი. ის ყველაზე სუფთა და მაღალხარისხიანია. ბეჭედი თავად არაფრით გამოირჩევა და კეიტი მას დედამთილის ნიშნობის ბეჭედთან ერთად ატარებს. 

 

 

 

 


საფირონისა და ბრილიანის თვლიანი საყურე



ეს სამკაულიც დაიანას ეკუთვნოდა. ახლა იგი კეიტის საკუთრებაა. მიდლტონმა მას ოდნავ შეუცვალა დიზაინი. 

 

 


მწვანე ამეთვისტოს საყურე



უილიამი ცოლს ხშირად ანებივრებს ძვირფასი სამკაულებით. 6-კარატიანი ამეთვისტოს და ბრილიანტის საყურე კეიტმა 2011 წელს შობაზე მიიღო. 

 

 


საათი


სამეფო ოჯახის ტრადიციის თანახმად, შვილის გაჩენს შემდეგ ქმარი ცოლს ძვირფას სამკაულს ჩუქნის. ვარაუდობდნენ, რომ ჯორჯის გაჩენის შემდეგ უილიამმა კეიტს ვარდისფერი ბრილიანტებით გაფორმებული ბროში მიართვა. თუმცა, პრინცი უფრო პრაქტიკული გამოდგა და Ballon Bleu de Cartier საფირონისთვლიანი საათი მიართვა ცოლს, რომელიც იდეალურად ერწყმის ნიშნობის ბეჭედს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი