logo_geo
რუსკა ქარქაშაძე: მეუბნებიან, ისე თამაშობ, თითქოს უმაღლესი გაქვს დამთავრებულიო
- +

8 იანვარი. 2017. 19:43


 

„მსიამოვნებს, როდესაც გამოცდილი მსახიობებისგან ვისმენ კომპლიმენტებს. მეუბნებიან, ისე თამაშობ, გეგონება, უმაღლესი გაქვს დამთავრებულიო", - საუბრობს პატარა მსახიობი რუსკა ქარქაშაძე ჟურნალ „სარკეში". ის საზოგადოებამ სერიალ „ხელოვნური სუნთქვიდან" გაიცნო. მისი პერსონაჟი - მელანო, არის გოგონა, რომელსაც ცხოვრებამ ძნელად სატვირთი სიმძიმე არგუნა.  


„ნამდვილად გავიზარდე, თუმცა შინაგანად ჩემში დიდად არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით რაღაცების მიმართ დამოკიდებულებებს. რაღაც თემებზე სხვანაირად ვფიქრობ, თუნდაც პროფესიულ განვითარებას სხვანაირად ვუყურებ. უკვე ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ, მე კი მარტივი მეგონა. მსახიობებსაც რომ ვუყურებ, მათგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ, მათ მიმიკებს ვაკვირდები, ასევე იმას, თუ როგორ ითავისებენ ამა თუ იმ როლს.


მსიამოვნებს, როდესაც გამოცდილი მსახიობებისგან ვისმენ კომპლიმენტებს. მეუბნებიან, ისე თამაშობ, გეგონება, უმაღლესი გაქვს დამთავრებულიო. მე ხომ ამ სფეროში არ მისწავლია, ამ კუთხით არც უმაღლესი განათლება მიმიღია, ყველაფერს ინერციით ვაკეთებ. ჯერჯერობით ეს ნიჭია, რომელსაც სწავლით უნდა განვითარება", - აღნიშნა რუსკამ. 

 

ის ინტერვიუში მელანოს პერსონაჟის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მასთან ისეთ საერთო თვისებებს პოულობს, როგორიცაა მიზანდასახულობა, სიძლიერე და თავის გატანა. იმ დროს კი, როდესაც მელანოს პერსონაჟი გაჯიუტდება, რუსკას ნამდვილად არ ჰგავს.


„მელანოს დიდობა, ყველას საქმეში ჩარევა უნდა. სითბო აკლია და როცა ამ სითბოს ვინმესგან იღებს, კმაყოფილია. მართლაც ბევრი რამ გადახდა თავს, რეზიმ მის წინაშე თავი მოიკლა, დედა არ ჰყავს, ყოველთვის ცუდ ამბებს იგებს, შეყვარებულიც საცხოვრებლად სხვაგან წაიყვანეს, მაგრამ მელანო ძლიერი, მებრძოლი, ძალიან ნიჭიერი და მიზანდასახული გოგოა. ჩემს პერსონაჟს სიძლიერეში, თავისგატანასა და მიზანდასახულობაში ვგავარ.

 

ჩემი აზრით, მელანო სწორად იქცევა. უბრალოდ, რაღაც მომენტებში არ მომწონს, მაგალითად, სხვების საქმეებში ზედმეტად ერევა. მე ასე უხეშად არ ჩავერეოდი თუნდაც მამის ცხოვრებაში. ასეთი ტიპაჟი არ ვარ. პირიქით, თუ მამაჩემი იმ ადამიანთან ბედნიერი იქნებოდა, მეც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი", - ისაუბრა ინტერვიუში რუსკა ქარქაშაძემ. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი