logo_geo
ფინქი საავადმყოფოში მოხვდა
- +

8 აგვისტო. 2018. 03:27

 

ამერიკელი მომღერალი ფინქი ავსტრალიაში საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ Twitter-ზე ვრცელდება.

 

„სიდნეიში,  Qudos Bank Arena-ზე ფინქის დაგეგმილი კონცერტი გადაიდო. ის კვირას საღამოს (5 აგვისტოს) საავადმყოფოში მოხვდა და მალევე გამოწერეს, თუმცა ორშაბათს ისევ გახდა საჭირო მისი საავადმყოფოში მოთავსება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 BFM TV-ის ცნობით, მომღერალს გაუწყლოება და ნაწლავური ინფექცია დაუდგინდა.

 

აპრილში ჟურნალმა People-მა ფინქი მსოფლიოს ულამაზეს ქალად დაასახელა. ამ რეიტინგში სულ 70 ქალი და 5 კაცი მოხვდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი