logo_geo
მაია ასათიანის და გერმანიაში გათხოვდა
- +

9 აგვისტო. 2018. 02:36

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა მაია ასათიანის ახალი ფოტოები, რომელიც ქორწილში არის გადაღებული.

 

ხალხისთვის საყვარელი ტელეწამყვანი, შეიძლება ითქვას, ფოტოებზე ანათებს. „რეიტინგი“ დაინტერესდა, ვის ქორწილში იყო, საკუთარ თანამშრომლებთან ერთად მაია ასათიანი და გაირკვა, რომ მისი და გათხოვდა.

 

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მაია ასათიანის დის ქმარი გერმანელი მამაკაცია, რომელიც საყვარელი ქალისთვის ხელის სათხოვნელად თბილისში ჩამოვიდა.

 

მაია ასათიანის დამ ნანამ ქორწილი კრწანისის რეზიდენციაში გადაიხადა, რომელსაც ორგანიზება დაქირავებულმა ივენთ-კომპანიამ „ლაფეტ“-მა გაუწია. საღამოს მუსიკალურად მარიტა როხვაძე აფორმებდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი