logo_geo
ჯონ ლენონისა და იოკო ონოს სახლი $8,12 მილიონად გაიყიდა
- +

16 აგვისტო. 2018. 16:40

 

ნიუ-იორკში, ტრაიბეკის რაიონში მდებარე სასახლე, რომელიც ჯონ ლენონსა და იოკო ონოს ეკუთვნოდა, 8,12 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

სახლში ცნობილ წყვილს არასდროს უცხოვრია. თუმცა ბროკერების თქმით, სახლის მისამართზე ისევ მოდის წყვილისთვის განკუთვნილი წერილები.

 

სახლი 1808 წელს აშენდა. ის აუქციონზე 2017 წელს გამოიტანეს და მისი გასაყიდი ფასი 8,99 მილიონი დოლარი იყო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი