logo_geo
მესის ძმა იარაღის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს
- +

17 აგვისტო. 2018. 11:03

 

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ფორვარდის, ლიონელ მესის ძმა მატიასი იარაღის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს.

 

სასამართლომ მას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა პროკურატურასთან მიღწეული შეთანხმებით, მატიას მესი სასჯელს საპატიმროში არ მოიხდის. ის საზოგადოებრივ სამუშაოებს შეასრულებს. ამ დროის განმავლობაში მატიასს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი