logo_geo
მერილ სტრიპმა „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე დონალდ ტრამპი გამოიწვია
- +

9 იანვარი. 2017. 13:01


 



არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ჰოლივუდის მსახიობთა უმრავლესობა ჰილარი კლინტონის მხარდამჭერები იყვნენ და შესაბამისად, დონალდ ტრამპის მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევიან.


„ოქროს გლობუსის" ერთ-ერთ მთავარ მოვლენად, მერილ სტრიპის გამოსვლა იქცა. მსახიობი საპატიო „ოქროს გლობუსის" მფლობელი გახდა. მან სამადლობელი სიტყვის ნაცვლად, პოლიტიკურ კლიმატზე გაამახვილა ყურადღება და კონკრეტული სახელების დაუსახელებლად, აშშ-ის პოლიტიკასა და ტრამპზე ისაუბრა.


მან თავის გამოსვლაში ისაუბრა ჰოლივუდის მნიშვნელობაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან კინოს ცენტრში მოხვდნენ.


მერილ სტრიპმა გააკრიტიკა აშშ-ის პოლიტიკური კლიმატი და ტრამპი, მისი სახელის ხსენების გარეშე.


ტრამპმა ამ გამოსვლას „ნიუ იორკ თაიმთან" ინტერვიუში უპასუხა. მან განაცხადა, რომ არ უნახავს „ოქროს გლობუსის" დაჯილდოვება, თუმცა არ გაკვირვებია „ჰილარის გულშემატკივრების" ასეთი პოზიცია.


 

 

 

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი