logo_geo
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კაცები დასახელდნენ
- +

23 აგვისტო. 2018. 00:23

 

 

ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კაცების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის ლიდერი ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი გახდა.

 

გასულ წელს მისი მონაწილოებით კინოგაქირავებაში ფილმები არ გამოსულა და თითქმის ყველა შემოსავალი მსახიობმა ტეკილის მწარმოებელი კომპანიის Casamigos-ის გაყიდვით მიიღო: ამ გარიგებამ მას 233 მილიონი დოლარი მოუტანა.

 

რეიტინგში მეორე ადგილს დუეინ ჯონსონი იკავებს, რომელმაც 124 მილიონო დოლარი გამოიმუშავა. მესამე ადგილზე კი რობერტ დაუნ-უმცროსია, რომლის შემოსავალმა 81 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალებს, რეიტინგის ლიდერი სკარლეტ იოჰანსონი გახდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი