logo_geo
ნუკი კოშკელიშვილი: როგორი გასიებული ვარ, ნეტავ იცოდეთ! ვარ დასაბანი, დასავარცხნი, მსუქანი...
- +

24 აგვისტო. 2018. 21:47

 

 

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი თვეზე მეტია, დედა გახდა. ახლა კი ნუკი დედობის პირველ თვეზე, წონის პრობლემებზე და ბენთან ურთიერთობაზე ალაპარაკდა სოციალურ ქსელში:

 

„ნეტავ ვინმეს თუ გაუფიქრია რა ხდება ლამაზ პროფაილ ფოტოების მიღმა. მეც, ისევე როგორც ბევრი, თვალს ვადევნებ რამდენიმე წყვილს და სულ შურის თვალით ვუყურებ და სულელივით მჯერა რომ იდეალური ურთიერთობა აქვთ და შავი შურით მშურს ხოლმე. არა და ხომ ვიცით რომ სოციალურ ქსელში არავინ არ ვდებთ ჩვენს რეალურ ფოტოებს და არ ვწერთ ჩვენი რეალური გრძნობების შესახებ, რეალობა კი ის არის, რომ ყველა ვჩხუბობთ და ადამიანები ვართ, იდეალური საჟურნალე ურთიერთობა არ არსებობს, ყველას გვაქვს მომენტი, როცა ერთმანეთის ცემა გვინდა. მგონია, რომ სწორედ ასეთი ურთიერთობა არის სიყვარული და არა მუდმივი სახალხოდ გამართული სამაგალითო ოჯახური სპექტაკლი. მე მაგალითად ამ წამს მინდა დავაწიწკნო ბენს თმა, რატომ? კაცმა არ იცის, ალბათ იმიტომ, რომ ოჯახი ვართ და ეს ოჯახში მოსულა”.

 

„როგორი გასიებული ვარ, ნეტავ იცოდეთ!!! მოკლედ მოვიმატე 22 კილო ორსულობისას, ძალიან კარგად მივდიოდი და მე-9 თვეში მხოლოდ 14 კილო მქონდა ზედმეტი. რას ვიფიქრებდი, რომ ორსულად 10 თვე ვიქნებოდი. ამ ბოლო თვემ ბოლო მომიღო, მოვიმატე საშინლად. თითქმის ორი თვე არის გასული და დავიკელი მხოლოდ 14 კილო, ის 14 კილო, რომელზეც უნდა გავჩერებულიყავი. დამრჩა 8!!!! დიეტაზე ვერ ვარ, ბუნებრივ კვებაზე მყავს ბავშვი. მაინცდამაინც სწორადაც ვერ ვიკვებები დრო არ მაქვს “დილით ორი მოხარშული კვერცხი…” – და მსგავსი სწორი კვებისთვის, თმა როდის დავივარცხნე, ის არ მახსოვს. ვარ დასაბანი, დასავარცხნი, მსუქანი და უზომოდ ბედნიერი დედა! ახლა ვხვდები კიდევ უფრო, რომ დედებს უნდა გავუფრთხილდეთ და დავუფასოთ თითოეული წამი, რაც ჩვენს მოვლაში აქვთ გატარებული”.

 

 

big_banner
არქივი