logo_geo
თამთა შედანია: რატი რატიანი, მე შენ მიყვარხარ!
- +

24 აგვისტო. 2018. 21:47

 

 

თბილისში მოდელ თამთა შედანიას სიყვარულზე ბევრს საუბრობენ. თამთა ბოლო დროს სიმპატიურ მამაკაცთან ერთად ჩნდება და უკვე სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს მასთან გადაღებულ ფოტოებს.

 

„ორი სული ერთმანეთს შემთხვევით არ ხვდება“, – ასეთი წარწერა აქვს ერთ-ერთ ფოტოსესიას, რომელიც მოდელმა სოციალურ ქსელში განათავსა. თამთა საყვარელი მამაკაცისთვის საჯაროდ სიყვარულის ახსნასაც არ ერიდება. „სულ მინდოდა ეს სტატუსი დამეწერა, რატი რატიანი, მე შენ მიყვარხარ“. წერს მოდელი სოციალურ ქსელში. წყვილის ფოტოებს უამრავი მოწონება აქვს. როგორც ჩანს, თამთა და რატი ერთად ისვენებენ.

 

 

big_banner
არქივი