logo_geo
ვინ არის მსახიობი მამაკაცი, რომელმაც ქართველი ქალები აღაფრთოვანა!
- +

25 აგვისტო. 2018. 23:39

 

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტი ძალიან სიმპათიური მამაკაცის ვიდეოებმა დაიპყრო, თუმცა ბევრმა არ იცის ვინ არის ის. ეს ადამიანი - თურქი მსახიობი ჯან იამანია და ამჟამად ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ ტელე-სერიალში იღებენ, რომელსაც ქართველი ქალბატონები ინტერნეტით ადევნებენ თვალს.

 

სერიალის სახელია: „ადრეული ფრინველი- erkenci kus“. სიტუაცია ძირითადად კომპანიაში ვითარდება, სადაც ორ ადამიანს ერთმანეთის შეყვარების მიზეზი თანდათან უღვივდება.

 

მსახიობს საკმაოდ მგრძნობიარე თვალები აქვს და ალბათ დამეთანხმებით, რომ მშვენივრად გამოიყურება. დაკუნთული სხეული, ღიმილი, მოკლედ მისი გარეგნობა ნამდვილად ადვილად შესამჩნევია.

 

ჯან იამანს კარგი დოსიე აქვს, ის ბილფენის კოლეჯსა და იტალიურ ლიცეუმშიც სწავლობდა. შეისწავლა მენეჯმენტი, თუმცა ამას მსახიობობაში ხელი არ შეუშლია. მისი ინტერესის ერთ-ერთი სფერო ფოტოგრაფიაცაა.

 

ჯანი 2015 წელსაც იყო სხვადასხვა სერიალებში, მაგრამ როგორც ჩანს ეს როლი მისი ტრიუმფია.

 

Instagram-ზე 1.9 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული. თავად საკმაოდ თავშეკავებულია და მის მიერ გამოწერილთა სიაში მხოლოდ 330 ადამიანია.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი