logo_geo
Spice Girls-ის მომღერალი სექსზე დამოკიდებულებისგან მკურნალობს
- +

28 აგვისტო. 2018. 22:42

 

 

ჯგუფ Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა მელანია ბრაუნმა, რომელიც Mel B-ის სახელით არის ცნობილი, სარეაბილიტაციო ცენტში მოთავსება გადაწყვიტა. ამის შესახებ Sun-ი წერს.

 

„მივიღე გადაწყვეტილება მომდევნო რამდენიმე კვირაში თერაპიულ პროგრამაში მივიღო მონაწილეობა"- განაცხადა ბრიტანელმა მომღერალმა.

 

მელანია ბრაუნის თქმით, გასული 6 თვე მისთვის ძალიან მძიმე იყო. 43 წლის მომღერალი ალკოჰოლსა და სექსზე დამოკიდებულებისგან მკურნალობას აპირებს. მისივე განმარტებით, ის პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას ებრძვის.

 

როგორც ბრაუნი განმარტავს, ის ცდილობდა ალკოჰოლით ტკივილი გაეყუჩებინა. მისი ახლო მეგობარი კი ამბობს, რომ 2017 წელს ქმართან განშორების შემდეგ მომღერალი სექსზე დამოკიდებული გახდა და შეეძლო ურთიერთობა 3 სხვადასხვა პარტნიორთან დაემყარებინა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სექსზე დამოკიდებულება ფსიქიკურ აშლილობად აღიარა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი