logo_geo
ეკა კვალიაშვილი წიგნს წერს
- +

30 აგვისტო. 2018. 00:43

 

მომღერალი ეკა კვალიაშვილი წიგნზე მუშაობს. ამის შესახებ მომღერალმა „2020NEWS“-ს განუცხადა. მისივე თქმით, წიგნის წერა, სწორედ მისი მრავალფეროვანი ცხოვრებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

 

„ჩემი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნება ამ წიგნში შესული. ყველა ადამიანი სახელით და გვარით მყავს მოხსენიებული. ადამიანები, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში რაღაც როლი ითამაშეს. იგივე ჯულიეტა ვაშაყმაძე, რომელმაც სულ პირველად გამომიყვანა სცენაზე… მომინდა წერა და დავიწყე. მართლა ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს და ამისთვის მადლობა უფალს", – განაცხადა „2020NEWS“-თან საუბრისას კვალიაშვილმა.

 

კითხვაზე თუ რითი იქნება ეკა კვალიაშვილის წიგნი საინტერესო საზოგადოებისთვის, მომღერალი ამბობს: „ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდათ და აინტერესებთ ჩემი თითოეული ნაბიჯი. წიგნში შესული იქნება ისტორიული პერიოდები, ჩემი თაობის თბილისი და ახალი თაობა ბევრ რამეს შეიტყობს“.

 

 

წყარო 2020news.ge

 

 

 

 

 

big_banner
არქივი