logo_geo
ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა ამჯერად ჰოლივუდში გადაიღეს
- +

4 სექტემბერი. 2018. 21:25

 

 

ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა ამჯერად ჰოლივუდში გადაიღეს. 43 წლის მსახიობი 4 შვილთან, შაილოსთან, ვივიენთან, ნიქსონთან და ზაჰარასთან ერთად ლაშქრობიდან ბრუნდებოდა. ცნობილია, რომ ოსკაროსანი მსახიობი ბოლო დროს ჰაიკინგმა გაიტაცა და შვილებიც სპორტის ამ სახეობაში აქტიურად ჩართო. ანჯელინა ფანტასტიკურად გამოიყურებოდა გრძელ ნაცრისფერ მაისურში, შავ ელასტიკებსა და „ნაიკის“ ბოტასებში. რაც შეეხება აქსესუარებს, სპორტულ ანსამბლს შლაპა და სათვალე ასრულებდა.

 

 

ერთდღიანი თუ მრავალდღიანი ტურები და ლაშქრობები მსახიობების საყვარელი თავშესაქცევია, მათ შორის ჰაიკინგით გატაცებულები არიან კეიტ ჰადსონი, ბენ აფლეკი, ნატალი პორტმანი, ევა ლონგორია და სხვები.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი