logo_geo
კრის მარტიმა და დაკოტა ჯონსონმა ერთნაირი ტატუები გაიკეთეს
- +

7 სექტემბერი. 2018. 23:03

 

 

ბრიტანული ჯგუფის Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი და ამერიკელი მსახიობი დაკოტა ჯონსონი უკვე ერთი წელია რაც ერთმანეთს ხვდებიან. ოფიციალურ კომენტარს წყვილი არ აკეთებს, თუმცა მათი ხილვის საშუალება კი მხოლოდ პაპარაცების ობიექტივშია შესაძლებელი.

 

ვენეციის რიგით 75-ე კინოფესტივალზე დაკოტა ჯონსონი Suspiria-ს პრემიერაზე მივიდა, რომელშიც მსახიობი მთავარ როლს ასრულებს. პაპარაცების ყურადღება არა მარტო დაკოტა ჯონსონის ლუქმა მიიპყრო, არამედ ახალმა ტატუმ. მსახიობს მარცხენა ხელზე იდაყვთან, უსასრულობის სიმბოლო აქვს გამოსახული. მსგავსი ტატუ ერთი დღით ადრე კრის მარტინის ხელზეც შენიშნეს პაპარაცებმა.

 

შეგახსნებთ, რომ კრის მარტინი 10 წელი გვინეტ პელტროუზე იყო დაქორწინებული. მათ ორი შვილი, ქალიშვილი ეპლი და ვაჟი- მოზესი ჰყავთ. დაკოტა ჯონსონი კი 2016 წელს დაშორდა მეთიუ ჰიტს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი