logo_geo
გიორგი მახარაძე: ის, რომ ოჯახი დაგვენგრა, ჩემი და მარიამის ბრალია და არა – სხვისი
- +

10 იანვარი. 2017. 21:53


 

„აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, რაღაცეები მას სხვანაირად ესმის, მე კიდევ - სხვანაირად", - ამ სიტყვებით განმარტავს მსახიობი გიორგი მახარაძე თამარ ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ქალიშვილის, მარიამ როინიშვილთან დაშორებას ერთ-ერთ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ მახარაძე „ჩემი ცოლის დაქალებში" „მაქსიმეს" როლს თამაშობს, რომელიც განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობს საწინააღმდეგო სქესში.


„ჩვენ შორის არავითარი მესამე არ ჩამდგარა, ჩვენ შორის გაჩნდა ბზარი. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, რაღაცეები მას სხვანაირად ესმის, მე კიდევ - სხვანაირად. ჩვენ შორის ვერ მოხდა თანხვედრა. ისიც ვერ მოხერხდა, რომ ცალკე გვეცხოვრა და, რასაკვირველია, ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი. ერთმანეთი არ დაგვიხოცავს და ისე არ დავშორებულვართ. მიუხედავად ყველაფრისა, ცუდი განწყობა არავის მიმართ მაქვს, ყველას დიდ პატივს ვცემ. ჩვენთვის ცუდი არავის უნდოდა და ის, რომ ოჯახი დაგვენგრა, ჩემი და მარიამის ბრალია და არა - სხვისი. სურვილი რომ გვქონოდა, ერთად ვიქნებოდით. 2 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი და მეორე წელი დაიწყო, რაც ერთად აღარ ვართ", - აცხადებს მახარაძე. 


 

big_banner
არქივი