logo_geo
69 წლის რიჩარდ გირი მამა გახდება
- +

17 სექტემბერი. 2018. 13:59

 

 

69 წლის რიჩარდ გირი მამა გახდება. ჰოლივუდის მსახიობის 35 წლის ცოლმა, ალეხანდრა სილვამ ამის შესახებ „ინსტაგრამზე“ დაწერა და გააზიარა ფოტო, სადაც წყვილი დალაი ლამასთან ერთად არის გადაღებული.

 

განსაკუთრებული მომენტი, რამდენიმე წუთის წინ... ჩვენი შვილი დალოცა... ამის შესახებ საჯაროდ თქმა არ შეგვეძლო, ვიდრე მის უწმინდესობა დალაი ლამას არ ვუამბობდით,“ - დაწერა სილვამ.

 

რიჩარდ გირი ბუდიზმის აღმსარებელია, ის არაერთხელ შეხვედრია სულიერ ლიდერს. ამის გამო გირი ჩინეთში პერსონა ნონ გრატად არის მიჩნეული.

 

ალეხანდრასა და რიჩარდისთვის ეს პირველი საერთო შვილი იქნება. გირს ჰყავს 17 წლის შვილი მსახიობ კერი ლოუელთან.

 

სილვამ და ჰოლივუდის მსახიობმა ერთმანეთი დაახლოებით 10 წლის წინ გაიცნეს, შეხვედრები კი 2014 წლიდან დაიწყეს. წყვილი აპრილში დაქორწინდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი