logo_geo
მარიამ სანოგო და გიორგი ლაშქარაძე ბავშვს ელოდებიან
- +

17 სექტემბერი. 2018. 21:52

 

 

აფრიკული წარმოშობის, საქართველოში გაზრდილი მოდელი მარიამ სანოგო, მისი ეგზოტიკური გარეგნობის გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. 17 წლისა თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოს სახე გახდა და მას შემდეგ პოდიუმზე მყარად მოიკიდა ფეხი.

 

არც ისე დიდი ხნის წინ ახალი ამპლუაც მოირგო, „იმედზე“  საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, მაყურებელს ამინდის პროგნოზს აცნობს.

 

მარიამის წარმომავლობა განსაკუთრებით დიდი ინტერესს იწვევდა მაშინ, როცა ფერადკანიანი გოგონა ქართულად ყოველგვარი აქცენტის გარეშე გამართულად იწყებდა საუბარს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი წარმოშობით აფრიკელია, კონკრეტულად კი ბურკინა-ფასოდან, მე ქართველი ვარ, რადგან 17 წელია, აქ ვცხოვრობ.

 

დედამ და მამამ ერთმანეთი საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს, მეც იქ დავიბადე, მაგრამ წლინახევრის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედით. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით, მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედისგან იღებდა. მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი", - ამბობდა მარიამი რამდენიმე წლის წინანდელ ინტერვიუში.

 

ამჯერად მარიამის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. მოდელი ორსულადაა და შვილს ელოდება. მისი მეუღლე სიმპათიური გიორგი ლაშქარაძეა. წყვილმა ცოტა ხნის წინ

 

ურთიერთობას სერიოზული სახე მისცა და ნიშნობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი