logo_geo
როგორ მიულოცა ქეთა თოფურიამ გუფის დაბადების დღე?
- +

24 სექტემბერი. 2018. 22:52

 

ცნობილი ქართველი მომღერლის - ქეთა თოფურიას რჩეული გუფის ზედმეტსახელით ცნობილი რეპერი - ალექსეი დოლმატოვია. წყვილის ურთიერთობა საჯარო გასულ წელს გახდა და ისინი მის დამალვას აღარ ცდილობენ.

 

გუშინ, ქეთამ რეპერთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაბადების დღე სოციალურ ქსელში ამგვარად მიულოცა.

 

თუმცა გულშემატკივრების მხრიდან პოსტმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა.

 

გამოწმერების უმეტესობა წყვილის კიდევ ერთი რომანტიკული კადრით მოიხიბლა, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ისინი გააკრიტიკა.

 

„რაში გჭირდება ეს „ლუზერი“, მასთან ოჯახს ვერ შექმნი და  დროსაც ტყუილად დაკარგავ ..“ - დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა.

 

შეგახსენებთ, რომ ქეთა თოფურია გასულ წელს ლევ გეიხმანს დაშორდა და მისგან პატარა ოლივიაც ჰყავს

 

გულშემატკივრების ნაწილი ჯერაც თვლის, რომ წყვილის დაშორება არასწორი იყო და  გუფის მიმართ გამოთქმული კრიტიკაც, სავარაუდოდ,  სწორედ ამის დამსახურებაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი