logo_geo
„პოდიუმზე სიარულს არ ვაპირებ, ქართველი კაცი გახლავართ“ - რა ხდება ბერას კარიერაში
- +

12 იანვარი. 2017. 11:20


 

„როდის დავოჯახდები? ამ შეკითხვას საკუთარ თავს მეც ვუსვამ ხოლმე..." - ამის შესახებ ბერა ივანიშვილი  „გზასთან" ინტერვიუში საუბრობს და აქვე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მისი მთავარი საზრუნავი საქმე და კარიერაა.

 

„ჯერჯერობით, საქმეზე ვარ შეყვარებული. მთელ ჩემს დროს საქმეს ვუთმობ, რადგან ისეთ ასაკში ვარ და ჩემი კარიერა ისეთ ეტაპზეა, რომ ახლა თუ არ დავიხარჯე, მაქსიმუმი ახლა თუ არ გავაკეთე, მერე ამას მთელი ცხოვრება ვინანებ...", - აღნიშნა ბერა ივანიშვილმა.


აქვე ბერა ივანიშვილი სამომავლო გეგმებზეც ამახვილებს ყურადღებას:

 

„მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ (იცინის). არსებობს სამოდელო სააგენტოები, რომლებიც მომღერლებს, მსახიობებს „აიყვანენ" და მოდის სამყაროში „აპიარებენ". ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოდიუმზე სიარულს ვაპირებ. „ნექსთ მოდელთან" ვთანამშრომლობდი, ახლა სააგენტოს შეცვლას ვაპირებ. ჯერ კონტრაქტზე ხელიც არ მომიწერია და წესით, ამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ გიმხელთ (იცინის)... დღესდღეობით, „ფეშენი" და მუსიკა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ეს აუცილებელი ფაქტორია", - ამბობს ბერა ივანიშვილი.


 

big_banner
არქივი