logo_geo
„მათ თქვენ ვერ ეყვარებით“ - ქეთი თოფურიამ ვარსკვლავები გააკრიტიკა!
- +

26 სექტემბერი. 2018. 01:32

 

 

32 წლის ქეთი თოფურია ვარსკვლავ კოლეგებს აკრიტიკებს. მომღერალი თვლის, რომ ცნობილი ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში თავიანთ გამომწერებს სიყვარულში უტყდებიან, თვალთმაქცები არიან. ქეთი დარწმუნებულია, რომ უცხო ადამიანების სიყვარული შეუძლებელია.

 

„ეს ყველაფერი ძალიან გამაღიზიანებელია. ჩემს გამომწერებს შეიძლება ვუყვარდე არა მე, როგორც პიროვნება, არამედ უყვარდეთ ჩემი შემოქმედება. მაგრამ, როცა ჩემი კოლეგები იწყებენ საუბარს: „ჩემო ძვირფასო გამომწერებო! მე თქვენ ისე მიყვარხართ.“ სიცრუეა! მათ არ შეიძლება უყვარდეთ, მათ უბრალოდ სურთ თქვენით მანიპულირება გააგრძელონ. არ დაუჯეროთ მათ, საშინელი ადამიანები არიან“, - განაცხადა მომღერალმა Instagram-ზე.

 

„ჩემი გამომწერების მადლიერი ვარ, რომ მყვანან და ჩემს ბრენდს ყურადღებას აქცევენ. მაგრამ თქვენი სიყვარული როგორ შემიძლია? წარმოგიდგენიათ იმ ადამიანების სიყვარული, ვისაც არ იცნობთ? მათი მიერ თქვენდამი სიყვარულის მტკიცება არასწორად მიმაჩნია“, -დაამატა თოფურიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი