logo_geo
ნანუკა გუდავაძე: უბრალოდ გეტყვით, რომ ძალიან ბედნიერები ვართ
- +

26 სექტემბერი. 2018. 16:39

 


გასულ კვირას ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში მისი ნიშნობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა: „რაც ადრე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი - and she said yes“. ბერას რჩეული ნანუკა გუდავაძეა. მას სამოდელო ბიზნესში კარგად იცნობენ, ადრე მოდელი იყო, შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. ნანუკა გუდავაძე „თბილისელებთან“ ბერასთან ურთიერთობის დეტალებსა და სამომავლო გეგმებს არ ასაჯაროებს.

„ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ გეტყვით, რომ ბედნიერები ვართ. ვხვდები, რომ საზოგადოება დაინტერესებულია ჩვენი ამბით, მაგრამ არაფრის გასაჯაროება არ მინდა. ქორწილს, ალბათ, მალე ვგეგმავთ, მაგრამ არც მე და არც ბერას ჩვენს მომავალ გეგმებზე საუბარი არ გვინდა. მოლოცვისთვის კი, დიდი მადლობა“,
- განაცხადა ნანუკა გუდავაძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი