logo_geo
ნუცა შანშიაშვილი: დამნიშნა ქალმა სარძლოდ, გამომიგზავნა ბრილიანტის ბეჭედი და მერე, ბოდიშები მიხადა
- +

12 იანვარი. 2017. 12:05



„50 000-დოლარიანი ბრილანტის ბეჭედი რომ მომიტანეს და გადმომცეს მისგან საჩუქრად, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ნიშნობის ბეჭედი იყო",- განაცხადა მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში.


მომღერლამა ის ისტორია, გაიხსენა, როდესაც დიდი ხნის მეგობრის დედამ საჩუქრად 50 000-დოლარიანი ბრილიანტის ბეჭედი გაუგზავნა, დანიშვნის შესახებ ნუცა შანშიაშვილმა კი მოგვიანებით შეიტყო.


„დამნიშნა ქალმა სარძლოდ, გამომიგზავნა ბრილიანტის ბეჭედი და მერე, ბოდიშები მიხადა. მეც დედა ვარ და მესმის მისი პოზიცია - შვილისთვის ბედნიერება უნდოდა, მაგრამ ცუდად გამოუვიდა. ძალიან კარგი ადამიანია, დიდი ხანია, ვიცნობ მის ოჯახს და შვილს, ვმეგობრობ და უცბად, გადაწყვიტა ჩემი რძლობა. 50 000-დოლარიანი ბრილანტის ბეჭედი რომ მომიტანეს და გადმომცეს მისგან საჩუქრად, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ნიშნობის ბეჭედი იყო.

 

რუსეთიდან რომ ჩამოფრინდა ის ქალბატონი და შეხვედრა დამინიშნა, მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ დანიშნული ვიყავი. მითხრა, დიდი ხანია, გიცნობ, მომწონხარ და მინდა, ჩემს შვილს ცოლად გაჰყვეო. რომ ვუთხარი, მე გათხოვილი ვარ-მეთქი, გაუკვირდა. მიპასუხა, დიდი ხანი რომ იყავი მარტო საქართველოში, მეგონა ქმარს გაშორდი და ამიტომაც გამოგიგზავნე ბეჭედიო. ბოდიშები მიხადა. კიდევ ვამბობ, ამ ოჯახს დიდი ხანია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ეს ქალი, შვილის გარეშე ვერ იმოქმედებდა. ვიცი, მისი ინიციატივა იყო და უბრალოდ, შეცდომაში შეიყვანეს. მათ იცოდნენ, რომ ქმარს დაშორებული ვიყავი", - განაცხადა შანშიაშვილმა.


როგორც მომღერალმა ინტერვიუში აღნიშნა, ეს ამბავი, უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით, ქმარს არ გაუმხილა.


„ეს ამბავი ჩემი ქმრისთვის არ მითქვამს. არ მინდოდა, გამემწვავებინა სიტუაცია და ამიტომაც დავუმალე. თემური იცნობს ამ ოჯახს და პატივს სცემს. არ მინდა, მათ შორის უსიამოვნება მოხდეს. კი ავუხსნიდი, რაც მოხდა, დამსჯელი და ბოროტი ქმარი კი არ არის, მაგრამ, უბრალოდ, ვერიდები მისი ნერვების მოშლას, სულ ესაა", - აღნიშნა ნუცა შანშიაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი