logo_geo
ტატუ მოდის სამყაროდან არასდროს არ გადადის! - ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ტატუები
- +

3 ოქტომბერი. 2018. 23:29

 

 

როგოც ჩანს, ტატუ მოდის სამყაროდან არასდროს არ გადადის!

 

ბენ აფლეკი, ლედი გაგა, კარა დელევინი, ჯასტინ ბიბერი, ირინა შეიკი, ტიმატი, რიანა, კენდალ ჯენერი, პრესლი გერბერი, ბრუკლინ ბექჰემი, ტომ ჰარდი, დრეიკი, პერისი და მაიკლ ჯექსონები.

 

 

ჰოლივუდის მსახიობის, ბენ აფლეკის ტატუ მთელ ზურგზე - უზარმაზარი "ფენიქსის" გამოსახულება.

 

 

ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა, რომელსაც უკვე 18 ტატუ აქვს - ყველაზე უცნაური ტატუ - "მონსტრების დედა".

 

 

მოდელი. კარა დელევინი - მსოფლიოში ყველაზე მოდური ტატუირებით არის ცნობლი. პირველი ტატუ, რომელიც საჩვენებელ თითზე გაიკეთა, ლომის თავი იყო, ხოლო ბოლო, სპილოს გამოსახულება.

 

 

ჯასტინ ბიბერის პირველი ტატუ, მთელ მკერდზე გამოსახული იესო ქრისტეა, რომელიც მამა-შვილმა ერთად, 2011 წელს, ისრაელში მოგზაურობის დროს გაიკეთეს. მარცხენა მხარზე, დედის, პატი მალეტის თვალებია გამოსახული, ნიშნად იმისა, რომ შვილი, მუდამ ყურადღების ცენტრში ჰყავს.

 

 

სუპერმოდელი ირინა შეიკის ტატუ, განსხვავებული ვარიანტია იმ ფორმით, რომ მან მარცხენა ფეხზე ბებიის, გალიას სახელი, ლათინურად ამოიტვიფრა.

 

 

„ერთადერთი რამ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალას მმატებს, არის რომ ის ყოველტვის ჩემთან ერთად არის" - ამბობს შეიკი.

 

 

ტიმატის ტატუს რაოდენობის დათვლა შეუძლებელია - რეპერის ზურგი, ნამდვილ ნახატს ჰგავს. კისრის ქვემო ნაწილში "Moscow City" აწერია.

 

 

რიანას უცნაური ტატუ, ეგვიპტის ღვთაების ისიდას გამოსახულებისაა. ერთ-ერთი ტატუ, ყოფილ შეყვარებულს, კრის ბრაუნს მიუძღვნა.

 

 

რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კენდალ ჯენერმა, პირველი ტატუ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გაიკეთა და ვერაფერი უცნაური ვერ მოიფიქრა, იმის გარდა რომ "Meow" ამოიტვიფრა. მოდელს ასევე, შუა თითებზე, ერთზე გაბზარული და მეორეზე მთლიანი ფორმის გულია დახატული.

 

 

სინდი კლოუფორდის ვაჟმა, საკუთარი დის, კაიას "Kaia XXIII" სახელი დაიწერა. რიცხვმა 23-მა, საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია, ვერავინ ვერ ხვდება რას ნიშნავს "XXIII".

 

 

ბრუკლინ ბექჰემმა, დედის, ვიქტორია ბექჰემის საპატივცემლოდ "Mom" და მამის, დევიდის სიყვარულით, მისი დაბადების წლის თარიღი - "1975" დაიწერა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი