logo_geo
ვარსკვლავები, რომელთა Google-ში ძებნა საშიშია
- +

4 ოქტომბერი. 2018. 02:42

 

 

 

ცოტა ხნის წინ, იმ ვარსკვლავების სია გამოქვეყნდა, რომელთა Google-ის საძიები ველში ძებნაც შესაძლოა თქვენთვის საზიანო აღმოჩნდეს.

 

საქმე იმაშია, რომ ვირუსული გვერდები ხშირად იყენებენ ყველაზე ცნობადი სელებრითების სახელებს, რათა საკუთარ საიტზე შემოსული ვიზიტორების რიცხვი ამ გზით გაზარდონ. წელს სიის სათავეში კიმ კარდაშიანი აღმოჩნდა.

 

გასულ წელს მის ადგილს კრეიგ დევიდი იკავებდა, რომელიც ბრიტანელი მომღერალი და მსახიობი გახლავთ.

 

წლევანდელ სიაში კი, ასევე მოხვდა ნაომი კემპბელი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.

 

მესამე ადგილზე კიმ კარდაშიანის და, კორტნი ფიქსირდება.

 

ხუთეულს ადელი და კაროლინ ფლეკი ასრულებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი