logo_geo
ვინ არის მაკა ზამბახიძის მესამე ქმარი? - მომღერალი მეუღლის ფოტოებს აქვეყნებს
- +

5 ოქტომბერი. 2018. 02:43

 

 

მომღერალი მაკა ზამბახიძე გასული წლის ოქტომბერში მესამედ გათხოვდა, მისი რჩეული ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია, რომელიც მაკაზე 7 წლით უმცროსი გახლავთ.

 

მაკა ზამბახიძემ მეორე ოჯახის დანგრევის შემდეგ, გადაწყვიტა, პირად ცხოვრებაზე სახალხოდ არასდროს ელაპარაკა და ამ პირობას არც არღვევს, უფრო მეტიც, ის აქამდე სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც კი არ აქვეყნებდა.

 

მიხეილ ჩოხელს მაკა ზამბახიძის მეგობრებთან და თინეიჯერ ქალიშვილთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

 

ის „იქს ფაქტორის" კასტინგზე სალომე ჩიტაძეს (მაკას ქალიშვილს) განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა, სალომეს და მიხეილის კარგი ურთიერთობა აქვთ.

 

მათ კომენტარებშიც ჩანს.

 

მიხეილ ჩოხელი მეგობრობს მაკას პროდუსერთან კახა მამულაშვილთან და ლელა წურწუმიასთან, ლელა წურწუმიამ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

 

როგორც ჩანს, მაკას ქმრის დამალვა მობეზრდა. ბუნებრივია, ცნობილი მანდილოსანი ამას ვერც დამალავდა და Instagram-ზე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

 

ფოტოები მათი მეგობრის ქორწილში არის გადაღებული, სადაც მაკა, მისი ქალიშვილი და ლელა წურწუმია მღეროდნენ კიდეც.

 

მაკას ქორწილში ულამაზესი წითელი კაბა ეცვა, რასაც მისი Instagram-ის გამომწერებიც აღნიშნავენ.

 

ფოტოები მათი მეგობრის ქორწილში არის გადაღებული, სადაც მაკა, მისი ქალიშვილი და ლელა წურწუმია მღეროდნენ კიდეც.

 

მაკას ქორწილში ულამაზესი წითელი კაბა ეცვა, რასაც მისი Instagram-ის გამომწერებიც აღნიშნავენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი