logo_geo
უკრაინული პრესა ირაკლი მაქაცარიასა და მიშელ ანდრადეს რომანზე ალაპარაკდა
- +

6 ოქტომბერი. 2018. 03:30

 

 

უკრაინასა და საქართველოში პოპულარულ ტელე სახეს, უკრაინული "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეს ირაკლი მაქაცარიას სხვადასხვა გოგონებთან რომანზე უგორებენ ხმებს. ამჯერად ყვითელმა პრესამ ის მომღერალ მიშელ ანდრადესთან დააწყვილა.

 

ორივე მათგანი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებენ მონაწილეობას და შესაძლოა ეჭვი სწორედ აქ გაჩნდა, თუმცა ირაკლიც და მიშელიც განმარტავენ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები არიან და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა არ არსებობს.

 

„მიშელი ძალიან საყვარელი, პოზიტიური და ნიჭიერი ადამიანია. ძალიან შრომისმოყვარე და მონდომებულია, რაც ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, სურვილი მიჩნდება, რომ უფრო მეტად დავუდგე გვერდით და ვუგულშემატკივრო. ზოგს ჰგონია, რომ ადამიანურ თანადგომას მამაკაცის მხრიდან გარკვეული გრძნობები განაპირობებს, თუმცა მიშელი ჭკვიანი გოგოა და ზუსტად იცის ჩემი დამოკიდებულება მისდამი როგორია" - განაცხადა ირაკლი მაქაცარიამ.

 

მიუხედავად ასეთი განცხადებისა, მაინც საინტერესეოა რამ მისცა ყვითელ პრესას საფუძველი მათი რომანის შესახებ დაეწერათ, იქნებ მართლაც გაიელვა ირაკლისა და მიშელს შორის პატარა ნაპერწკალმა? როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი