logo_geo
ლალი მოროშკინა: არ მინდა იფიქრონ, რომ მე სადღაც „სატანცაოდ“ წავედი
- +

6 ოქტომბერი. 2018. 22:20

 


რა პირობით დათანხმდა ლალი მოროშკინა პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობას, ამის შესახებ მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

„პროდიუსერი ნოე სულაბერიძე პროექტში მონაწილეობას 7 წლის განმავლობაში მთხოვდა, მაგრამ არც დრო მქონდა და არც სურვილი. ჩემ გარდა ამ პროექტში კიდევ არის პოლიტიკურად აქტიური ადამიანი - ირაკლი კაკაბაძე. ჩვენ არ ვართ შოუბიზნენის წარმომადგენლები და ორივემ აღვნიშნეთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა ქვეყანაში არსებული მოვლენების მიმართ სოციალური პროტესტი იქნება. 9 წლიანი პერიოდი გამოვიარე და ახლა გადავწყვიტე ჩემი სათქმელი სხვანაირად მივიტანო საზოგადოებამდე. ადამიანები მიხვდებიან, რომ ისევ მათ გვერდით ვდგავარ. პოლიტიკურად ძალიან აქტიური ვარ და არ მინდა იფიქრონ, რომ მე სადღაც „სატანცაოდ“ წავედი. მე ვიცეკვებ იმ ქალებისთვის, რომლებიც სახლში არიან და აპათია აქვთ, ვიცეკვებ იმ კაცებისთვის, რომლებმაც თითქოს ხელი აიღეს ამ ცხოვრებაზე. 48 წლის ასაკში ორი შვილის ბებიამ სცენაზე ასვლა შევძელი და მინდა გამოვაღვიძო ჩემი ასაკობრივი ფენა, ვუთხრა მათ, რომ „ხალხნო ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს“. ამ პროექტში იმ პირობით ვარ, რომ სცენარში ჩემი წვლილის შეტანა ყოველთვის შემეძლება. რაც მე არ მინდა, იმას არ ვიცეკვებ. ამ ეტაპზე კონკურენციაზე საუბარი რთულია, ყველა დაუღალავად მუშაობს და გამარჯვებისთვის მზად არიან. პარალელურად ერთმანეთთან არაჩვეულებრივი მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. თუ ვინ არის ჩემი მეწყვილე, ამის გამხელის უფლება ჯერ არ მაქვს. არაჩვეულებრივი ყმაწვილია. მინდოდა მაღალი ყოფილიყო, სამეჯლისო ცეკვებში ძალიან მაღალი ბიჭები იშვიათობაა. ფიზიკურად ერთმანეთს ვუხდებით, ახოვანი ბიჭია, არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი და, რაც ყველაზე მთავარია, შესანიშნავი მოცეკვავე. “, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი