logo_geo
ხატია ბუნიათიშვილი: მეშინია, რომ ვეღარ დავბრუნდები...
- +

12 ოქტომბერი. 2018. 23:29

 

 

ხატია ბუნიათიშვილის დედა იუბილარია. ასე მიულოცა დაბადების დღეს პიანისტმა დედას:

 

„შენს მუცელში შიშველი მაქვს ტანი, შიშველი მაქვს თავი და არ მრცხვენია ამ სიშიშვლის. შენს მუცელში ვგრძნობ სითბოს, რომელსაც შემდეგ მიწა გამახსენებს-ნოტიო და თბილი. შენს მუცელში სხვა არ მჭირდება-შენ ხარ ერთადერთი სამყარო, რომელშიც მხოლოდ მე ვარსებობ. შენს მუცელში გარეთ გამოსვლა არ მინდა-მეშინია, რომ ვეღარ დავბრუნდები.

დაბადების დღეს გილოცავ, დე"! - წერს ხატია და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი