logo_geo
ქეთა თოფურია ყვითელ მედიას დაუპირისპირდა!
- +

17 ოქტომბერი. 2018. 22:35

 

 

ქართველი შემსრულებელი - ქეთა თოფურია, რომელიც A Studio-ს სოლისტი გახლავთ, ამჯერად ყვითელი მედიის შესახებ ალაპარაკდა და არასასიამოვნო ისტორია გაიხსენა, რის გამოც ყვითელ პრესას დაუპირისპირდა.

 

მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამზე  დაწერა, რომ გამუდმებით იღებს ზარებს მამაკაცებისთვის განკუთვნილი ჟურნალებიდან, რომლებიც მის თამამ ფოტოსესიაზე დათანხმებას ცდილობენ, თუმცა ქეთა კატეგორიული წინააღმდეგია შიშველი გადაღების.

 

„მაქსიმუმ ჩემი ლამაზი ზურგის ჩვენება შემიძლია“ - დაწერა მან და მსგავსი ფოტოც გამოაქვეყნა.

 

მოგვიანებით კი, შემთხვევაც გაიხსენა, როცა მისი საკმაოდ თამამი კადრი ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა.

 

როგორც აღმოჩნდა ფოტოს გამოქვეყნებაზე მომღერალმა უარი თქვა, თუმცა ჟურნალის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს სკანდალური კადრებით საზოგადოების ყურადღება უნებართვოდ მიექციათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი