logo_geo
ნატალია ვოდიანოვა: ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ ეს მხოლოდ მდიდრებმა იციან...
- +

18 ოქტომბერი. 2018. 22:05

 

 

„ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ ეს მხოლოდ მდიდრებმა იციან. მე ვიყავი ძალიან ღარიბი და ახლა ვარ ძალიან მდიდარი. როცა ღარიბი ხარ, მომავალზე ფიქრის დრო არ გაქვს, ფიქრობ ხვალ რა შეჭამო. როცა მდიდარი ხდები, მომავალზე ფიქრს იწყებ, ბევრი შესაძლებლობა გესახება, მაგრამ არ იცი რაზე ფოკუსირდე, რა დაისახო მიზნად“, - ამის შესახებ რუსი მოდელი ნატალია ვოდიანოვა ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ბავშვობაში არაჯანსაღად გამხდარი ვიყავი, რადგან საჭმელი არ გვქონდა. ამას ემატებოდა ჩემი დის გარშემო არსებული სტიგმა (სუპერმოდელის დას აუტიზმის და ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს), მასთან ერთად გადაადგილება რთული იყო, რადგან რუსეთში საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული. უნარშეზღუდული ადამიანები საშიშები არ არიან. ასეთი დის ყოლამ სიყვარული და მოთმინება მასწავლა. ბავშვობაში ოქსანას (ნატალიას და) გართობის იდეა სამზარეულოში ჯდომა და რაღაცების ერთმანეთში არევა იყო. ოჯახისთვის საშინელება იყო, რომ ის ხშირად ვერაფერს ურევდა, რადგან სახლში საჭმელი არ გვქონდა. მაშინ სკოლაში არ დავდიოდი, რადგან ბებიას დავყვებოდი ბაზარში ხილის გასაყიდად. ბაზარში შემნიშნეს და მოსკოვის სამოდელო სააგენტოში მიმიყვანეს. როდესაც სააგენტოში შევედი, ყველა მე მიყურებდა. თავიდან ვერ მივხვდი რატომ მიყურებდნენ ასეთი გაოცებულები. ჩემი პარიზში გაგზავნა გადაწყვიტეს, მაგრამ დედის გარეშე ვერ წავიდოდი, პატარა ვიყავი. დედაჩემს ვალები ჰქონდა და რუსეთიდან გასვლა ეკრძალებოდა. სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა ყველა ვალი გადაგვიხადა, რათა მე პარიზში ჩავსულიყავი. დღე, როდესაც მივხვდი, რომ ლამაზი ვარ, საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან სხვანაირად ქუჩას და სიღარიბეს თავს ვერ დავაღწევდი. 2004 წელს უკვე საკმაოდ წარმატებული და მდიდარი ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი რაში გამომეყენებინა. ბესლანის ტერაქტის შემდეგ გამიჩნდა მიზანი. დავიწყე ბავშვებისთვის და უნარშეზღუდული ადამიანებისთვის საქველმოქმედო ფონდზე მუშაობა, ასე შეიქმნა Naked Heart Foundation, რომელმაც რუსეთში ბავშვებისთვის 190 სათამაშო პარკი, 40 მილიონი ევრო შეაგროვა." - განაცხადა ნატალია ვოდიანოვა.

 

 

big_banner
არქივი