logo_geo
გიგი დედალამაზიშვილი: 2016 წელს სხვადასხვა ქვეყანაში 85 კონცერტზე მეტი ჩავატარეთ
- +

15 იანვარი. 2017. 15:39


 

„უკრაინაში გამოვიდა თუ არა ჩვენი ალბომი გაყიდვაში, ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა", - აღნიშნა ჯგუფ „მგზავრების" სოლისტმა და მუსიკოსმა გიგი დედალამაზიშვილმა. 2016 წელი მისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა - „მგზავრებმა" სხვადასხვა ქვეყანაში 85 კონცერტზე იმღერეს და ახალი ალბომიც გამოუშვეს.


 „85 კონცერტზე მეტი ჩავატარეთ, აქედან, ალბათ, 15 - საქართველოში, 40 - რუსეთში, 20 - უკრაინაში და დანარჩენი - ლატვიაში, აზერბაიჯანსა და ბელარუსში. დადებითი ემოციებით დავიმუხტეთ. გამოვუშვით ახალი ალბომი, რომელიც ხალხს ძალიან მოეწონა.

 

ყველა ქალაქში კარგად დაგვხვდნენ, მადლობელი ვარ მსმენელის. უკრაინაში გამოვიდა თუ არა ჩვენი ალბომი გაყიდვაში, ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა. ბევრმა გვითხრა, თქვენზე მეტად ვღელავდით, მოგვეწონებოდა თუ არა თქვენი ახალი ალბომიო. მადლობა ღმერთს, მოეწონათ.

 

ეს ჩვენი მე-6 ალბომია, მასში შესულია 14 სიმღერა და ჰქვია „იასამანი". 14-ვე სიმღერა ვიმღერეთ კონცერტებზე. ყველა კონცერტი 3 საათამდე გრძელდებოდა და აქედან საათნახევარი ახალ სიმღერებს ვმღეროდით", - ისაუბრა ინტერვიუში გიგი დედალამაზიშვილმა. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი