logo_geo
გოგა ჩანადირი: 3 წელზე მეტია ერთად ვართ და ჯერ არ გვიჩხუბია...
- +

15 იანვარი. 2017. 16:33


 

 

„ამწეთი არ ავსულვარ მის სარკმელთან და ვარდები არ მიმირთმევია, თორემ დიდი სიყვარული კი იყო ჩვენს შორის", - ჰყვება ჟურნალ „სარკესთან" სიყვარულის და დაოჯახების ისტორიას ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.  მისი მეუღლე პიარის სპეციალისტია და უკვე სამ წელზე მეტია ერთად არიან.

 

„მე და ჩემი მეუღლე ჰოროსკოპით ქალწულები ვართ - პრაქტიკულები და პრაგმატულები. ჩვენში რაციონალიზმი და და პრაგმატიზმი სძლევს ხოლმე რომანტიკას. მიწაზე უფრო მყარად ვართ, ვიდრე ცაში.

 

ამწეთი არ ავსულვარ მის სარკმელთან და ვარდები არ მიმირთმევია, თორემ დიდი სიყვარული კი იყო ჩვენს შორის. ერთმანეთი კაფეში გავიცანით. მერე შევხვდით... ნელ-ნელა თავისით აეწყო ყველაფერი. ნათია პიარის სპეციალისტია და ამჟამად „ფეისბუქის" რამდენიმე გვერდის ადმინისტრატორია. სახლიდან მუშაობს", - აღნიშნა გოგამ.

 

„ქალს უნდა შეეძლოს მის დასახმარებლად მეზობლების მობილიზება. ნათიას ასეთი ნიჭი აქვს და ეს ძალიან მომწონს"- ამბობს ფოტოგრაფი და ქალში წიგნიერებას, საზოგადოებრივად აქტიურობას და ორგანიზატორულ ნიჭს აფასებს.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემსა და ნათიას შორის კონფლიქტი არ არსებობს. 3 წელზე მეტია ერთად ვართ და ჯერ არ გვიჩხუბია. მომწონს, როცა ქალს შეუძლია მხოლოდ ოჯახისთვის კი არა, საზოგადოებრივად აქტიურიც იყოს და ასევე წიგნიერი.

 

ქალს სამეურნეო და ორგანიზატორული ნიჭი უნდა ჰქონდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ კაცების საქმე. სამეზობლოში ვინმეს რომ გაუჭირდება, ქალს უნდა შეეძლოს მის დასახმარებლად მეზობლების მობილიზება. ნათიას ასეთი ნიჭი აქვს და ეს ძალიან მომწონს. ჩემსავით ბევრ იდეას ედება აქეთ-იქით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - ისაუბრა ინტერვიუში გოგა ჩანადირმა.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი