logo_geo
ვის უჩივიან პოლიციაში ქეთა თოფურია და რეპერი გუფი?
- +

2 ნოემბერი. 2018. 21:57

 

 

ქეთა თოფურიას რჩეულს - რეპერ გუფის მოსკოვში პრობლემები შეექმნა, ამ ამბის შესახებ Archyworldys-ს გამოცემამ დაწერა. ალექსეი დოლმატოვი, რომელიც მუსიკალურ სფეროში გუფის სასცენო სახელით გახდა ცნობილი, მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში სცემეს.

 

როგორც სტატიიდან ირკვევა გუფმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, თუმცა საავადმყოფოში განთავსებაზე უარი განაცხადა.

 

რეპერმა უკვე მიმართა პოლიციასაც და  იქ ქეთა თოფურიასთან ერთად გამოჩნდა.

 

წყვილი აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზიც, მაგრამ ცნობა მომხდარის შესახებ ოფიციალურმა წყაროებმა დაადასტურეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი