logo_geo
ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ 45 წლის შემდეგ იწყება - 61 წლის მოდელი საკუთარი სილამაზის საიდუმლოს ამხელს
- +

15 იანვარი. 2017. 22:51



თუ ასაკი გაშინებთ და თვლით, რომ ქალის სილამაზე და სექსუალურობა დროთა განმავლობაში იკლებს, ძალიან ცდებით. გაიცანით 61 წლის იასმინა როსი, რომელმაც სამოდელო კარიერა 40 წლის ასაკში დაიწყო და უკვე 21 წელია ამ სფეროშია.


იასმინას გრძელი, თეთრი თმა და დახვეწილი სხეული ბევრი დიზაინერის შთაგონების წყარო გამხდარა. სწორედ ამიტომ, მას აქტიურად იწვევენ სხვადასხვა კამპანიების სახედ.


ერთ-ერთი ასეთი კამპანიის ფარგლებში მოდელი საცურაო კოსტიუმში გადაიღეს. The Dreslyn-ისა და Land of Women-ის სამოსი ყველა ასაკის ქალებისთვისაა განკუთვნილი.


„იასმინა არის ჯანმრთელობისა და სიცოცხლით ტკბობის სიმბოლო. მას არასდროს ეზარება მოგზაურობა და საკუთარი ენერგიის გავრცელება" , - ამბობს ბრუკ ტეილორი, კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.


და მაინც, რა არის იასმინას სილამაზის საიდუმლო?

 

„განსაკუთრებულს ნამდვილად არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ წლებია, ჯანმრთელად ვიკვებები, იმ დროიდან, სანამ ეს პოპულარული გახდებოდა. ვხმარობ სხვადასხვა ზეთს ჩემი თმისთვის და კანს კვირაში ერთხელ მაინც ვიწმენდ ზეითუნის ზეთით. რაც მთავარია, ყოველდღე ვჭამ ერთ ავოკადოს მაინც", - ამბობს იასმინა როსი.


იასმინას საკუთარი არხიც აქვს ინსტაგრამზე, სადაც მიმდევრებს კვებასთან და თავის მოვლასთან დაკავშირებით უამრავ რჩევას აძლევს.


ასე რომ, როგორც იასმინა ამბობს, ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ 45 წლის შემდეგ იწყება.

 

 

 

 

 

 

 

 

 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი